სარა ჯესიკა პარკერი ღვინის წარმოებას იწყებს. ეს მისი საკუთარი ღვინის ხაზი იქნება.
სუპერპოპულაული სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“-ს მსახიობი ახალ ზელანდიაში „სოვინიონ ბლანისა“ და „როზეს“ სახეობის ღვინოებს გამოუშვებს.
მსახიობი თავს ღვინის „ნამდვილ მოყვარულს“ უწოდებს და ამბობს, რომ Invivo-ზე უკეთეს ბრენდს საკუთარი ხაზის წარმოებისთვის ვერ შეარჩევდა.
პარკერის განცხადებით, ის პროცესში უშუალო ჩაერთვება და რთველსა და ეტიკეტის მომზადების პროცესშიც მიიღებს მონაწილეობას.
„ყველა დეტალი სარა ჯესიკა პარკერის გემოვნებასა და სურვილებს მოერგება, გვინდა რომ შევქმნათ ღვინოები, რომელიც მას უყვარს და სურს რომ მიირთვას მის საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ერთად", - აღნიშნა რობ კამერუნმა, „ინვივოს“ თანადამფუძნებელმა.
სარა ჯესიკა პარკერის ახალი ღვინო ჯერ არ არის გაყიდვაში, რა თქმა უნდა, მან ჯერ ღვინო უნდა დაამზადოს, მაგრამ მყიდველები, 2020 წელს ნიუ-იორკში, პარკერის ფეხსაცმლის ხაზის ბუტიკშიც შეძლებენ ღვინის დაგემოვნებას.
ვიდეო: http://bit.do/sjpvine