ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია მაიზერ ყაფლანიშვილი, სოსო სამსონიშვილი, ივანე სუხიშვილი, რამაზ მარტიაშვილი, გიორგი კოპალიანი, ავთანდილ გუჯეჯიანი, აკაკი გაბიძაშვილი, ზვიადი ბასილაშვილი, რომლებიც ბოლნისის რაიონ, დაბა კაზრეთში მდებარე შ.პ.ს. "კვარციტი"-დან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სისტემატურად ფარულად ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით ოქროს შემცველ ნივთიერებას.
ასევე დაკავებულია შ.პ.ს "კვარციტი"-ს საწარმოს ცვლის უფროსი რაულ წიფიანი, რომელიც დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა აღნიშნულ პირებთან და ფულადი სარგებლის მიღების მიზნით ხელს უწყობდა დანაშაულის ჩადენაში.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ სოსო სამსონიშვილი გამოტანილ ნივთიერებას გადასცემდა კობა ბალახაძეს რომელსაც გადასამუშავებლად მიქონდა ოქრომჭედელთან თამაზ მჭედლიშვილთან, ეს უკანასკნელი კი გადამუშავების შედეგად მიღებულ ოქროს, რეალიზაციას უკეთებდა. ორივე პიროვნება დაკავებულია.
გამოძიებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამართველო აწარმოებს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც ითვალისწინბს 6-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.