ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი ღირსება არის ის, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის დავალებების უსიტყვო შემსრულებელი, - განაცხადა გადაცემა „არჩევანში“ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ, „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
გოგუაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია.
„ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი ღირსება არის ის, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის დავალებების უსიტყვო შემსრულებელი. მისი მთავარი ღირებულება არის ბიძინა ივანიშვილი. მესიჯებს ზუსტად იმ თანმიმდევრობით და იმ სიტყვებით გვეუბნება, რასაც ისმენს ბიძინა ივანიშვილისგან. მე მას ვეძახდი "ადამიანი-ექოს", რომელსაც საკუთარი ლექსიკაც კი არ გააჩნია. ის იყო აბსოლუტურად იდეალური პრემიერ-მინისტრი ბიძინ ივანიშვილისთვის. მას სჭიდებოდა ირაკლი ღარიბაშვილი,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.