„ძალიან აუხსნელია ჩემთვის, პირადად, თუნდაც ეკას ქმედებები. ისეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის, ან რაღაცაშია პრობლემა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე პროცესები პარტიაში უნდა დარჩეს, არ შეიძლება პარტიაში განხილული თემები გამოიტანო გარეთ და მტრის წისქვილზე დაასხა წყალი.
„ძალიან აუხსნელია ჩემთვის, პირადად, თუნდაც ეკას ქმედებები. ისეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის, ან რაღაცაშია პრობლემა. მე გულწრფელად გიზიარებთ ჩემს განცდებს, საჯაროდ. აღარ მაქვს კომუნიკაცია ეკასთან, დღეს მქონდა მიმოწერა. მომწერა, რომ მიესალმება ჩემს მობრუნებას. შენ როცა აყენებ მოთხოვნას, გინდა იდეალური იყოს ყველაფერი, არ იქნება იდეალური. არც ერთი მთავრობა, არც ერთი პარტია და ხელისუფლება არ იქნება იდეალური. თუ გაქვს შეკითხვა, მე ასეთი პოზიცია მაქვს, რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში. არ შეიძლება, პარტიის შიგნით განხილული თემები გამოიტანო საჯაროდ და სხვის და შენი მტრის წისქვილზე დაასხა წყალი. ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმი, ეკა ბესელია ბოლომდე ერთგულად იდგა გუნდისა და გუნდის ლიდერის სადარაჯოზე.
„ჩემთვის მტკივნეულია პროცესი, რაც დაიწყო. ძალიან გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა პროცესები. თუმა, ეს არ არის ტრაგედია ჩვენი პარტიისთვის, ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები, რომელსაც უახლოეს მომავალში იხილავთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.