როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ გონიერი მმართველი და შენ სახელმწიფოს მართავ და შენ ხალხზე ზრუნავ, იღებ პასუხისმგებლობას შენს ხალხზე, უნდა იყო ვალდებული, რომ დაიცვა შენი მოქალაქეები და შენი სახელმწიფო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ მათ ძალიან ბევრი პრობლემები დაუტოვა
„ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიტოვეს, იქნება ეს ომი, რომელზეც უბრალოდ, აღარ ვსაუბრობთ. ნებისმიერ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში არც ერთ ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც ქვეყანა დაკარგავდა ტერიტორიებს, ასობით სოფლებს, მოქალაქეები დაიხოცებოდნენ, მათ უბრალოდ, არა თუ პოლიტიკური უფლება აღარ ექნებოდათ, ხელისუფლებაში დარჩენის, არამედ არ გამოვრიცხავ, რიგ შემთხვევაში ყოფილიყო მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებული. როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ გონიერი მმართველი და შენ სახელმწიფოს მართავ და შენ ხალხზე ზრუნავ და იღებ პასუხისმგებლობას შენს ხალხზე, უნდა იყო ვალდებული, რომ დაიცვა შენი მოქალაქეები და შენი სახელმწიფო. არ დაკარგო შენი სახელმწიფოს ტერიტორიები. შენ თავიდან უნდა აიცილო ის დიდი განსაცდელი, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და არ უნდა შემოუძღვე, ასე ვთქვათ, რუსულ ჯარს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.