რა თქმა უნდა, ომი დაიწყო რუსეთმა, ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვერ დავიწყებდით ომს, მაგრამ ვამბობ, იქამდე როგორ მივედით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მმართველობისას ქვეყანამ მიიღო ხელახალი ოკუპაცია.
„რა თქმა უნდა, ომი დაიწყო რუსეთმა, ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვერ დავიწყებდით ომს, მაგრამ ვამბობ - იქამდე როგორ მივედით, როგორ მივიდა სააკაშვილი, როგორ მართეს მათმა გუნდმა, დღეს რომ ჯერ კიდევ აქვთ პრეტენზია დაბრუნების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.