"ჩემი ერთ-ერთ მთავარი მისია იქნება გაერთიანება და გაძლიერება ჩვენი პარტიის", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა პარტიაში, რის გამოც დაბრუნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილიც და თავადაც.
„ჩემი ერთ-ერთ მთავარი მისია იქნება პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად ჩვენი პარტიის, როგორც ჩვენი დამფუძნებლების ანუ წინა მოწვევის პარლამენტის წევრების, ჩვენი თანაპარტიელების, პირველი თაობის, ასევე ახალი თაობის შეკავშირება უფრო მჭიდროდ, უფრო მეტი კოორდინაცია და გაერთიანება და გაძლიერება ჩვენი პარტიის. აი, ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და მთავარი ამოცანა, რაზეც მე ვიმუშავებ პარტიის სხვა წევრებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.