ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წასულიყო, ის [ბიძინა ივანიშვილი] ალბათ არ მობრუნდებოდა, მაღალი ალბათობით ასევე მეც“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარტიაში დაგროვდა გარკვეული პრობლემები, რის გამოც დაბრუნდა პოლიტიკაში
„როდესაც პოლიტიკაში ხარ ჩართული, რაღაც ეტაპი, მერე გადიხარ გვერდზე და აკვირდები მოვლენებს, ძალიან რთულია, უემოციოდ უყურო ამ პროცესებს. მუდმივად გიჩნდება სურვილი იყო ჩართული პროცესებში და რაღაც წვლილი შეიტანო მის გაუმჯობესებაში...
საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დავტოვე თანამდებობა და არ დაგიმალავთ, რომ ჩემი ასე ვთქვათ, გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ბუნებრივია, ამაში ალბათ გასაკვირი არაფერია. მით უმეტეს, ის ადამიანები გამიგებენ, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ პოლიტიკაში და ასე ვთქვათ, გამოსცადეს, მთელი ის თავისებურება, რომელიც ახლავს პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს და ზოგადად, ამ პროცესებს. ბუნებრივია, მე ვღელავდი, ვინაიდან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენმა პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, რის გამოც ის დაბრუნდა პოლიტიკაში და მეც პრინციპში, შემიძლია ვთქვა იგივე, ეს არის ის პრობლემები და მიზეზები, რის გამოც დავბრუნდი პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, რომ პარტიის თავმჯდომარემ ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა, თავის გამოსვლაში მკაფიოდ ჩამოაყალიბა მიზეზები ჯერ კიდევ თვეების წინ, როცა შემობრუნდა პოლიტიკაში.
ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წასულიყო, ის ალბათ არ მობრუნდებოდა, მაღალი ალბათობით ასევე მეც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.