„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარე პოლიტსაბჭოს სხდომას ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება. სხდომის ამსახველ ვიდეო-მასალას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და პარტიაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს. მისი დაბრუნდება პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა.