მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი კოსმეტიკური იმპერიის L`Oreal-ის დამფუძნებლის ლილიან ბეტანკურის მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი გახდა, მისი ქონება 49,3 მლრდ დოლარს შეადგენს. ინფორმაცის ჟურნალი Forbes-ი ავრცელებს.
ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი დაასახელა. მის ქონებას ერთი წლის განმავლობაში კიდევ 19 მლრდ დოლარი შეემატა და 131 მლრდ დოლარი შეადგინა.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მომავალ წელს ბეზოსმა რეიტინგში შესაძლოა პირველი ადგილი მეუღლესთან მაკენზისთან განქორწინების გამო დაკარგოს.
ბოლო ათი წლის განმავლობაში მილიარდერების რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა. 2018 წელს მათი რაოდენობა 2208-ს შეადგენდა. ამასთან პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება ყოველ დღე 2,5 მლრდ დოლარით იზრდება.