უმრავლესობის შემადგენლობიდან გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის გასვლის შემდეგ „ევროპულმა საქართველომ“ უმცირესობის სტატუსი დაკარგა. დეპუტატების განცხადება უმრავლესობიდან გასვლის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე შევიდა განსახილველად.
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში ოცი დეპუტატით არის წარმოდგენილი. თუმცა დღეის მდგომარეობის საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიღმა 21 დეპუტატია, რაც არის საფუძველი უმცირესობის დაშლისა.