საქართველო, აზერბაიჯანი და რუმინეთი AGRI (Azerbaijan-Georgia-Romania Interconnector), პროექტის ფარგლებში ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდნენ.
აღნიშნული შეთანხმება ხელმოწერილი იქნა აზერბაიჯანული "სოკარის", საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და რუმინული ღომქაზ-ის მიერ.
ერთობლივი საწარმო ფუნქციონირებას ბუქარესტში დაიწყებს და დამფუძნებელი ქვეყნები ერთნაირი წილობრივი მონაცემებით იქნებიან წარმოდგენილნი.
როგორც ადრე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ნატიკ ალიევი აცხადებდა, პროექტის მიხედვით გასატარებელი გაზის სამი ვარიანტი განიხილება: 2 მლრდ. კუბ-მე გაზი, 5 მლრდ. კუბ/მ გაზი და 5 მლრდ. კუბ/მ გაზი.
პროექტის განხორციელების საერთო ღირებულება 1,2 მლრდ-დან 4,5 მლრდ დოლარამდეა შეფასებული.
შეგახსენებთ, 2010 წლის 13 აპრილს ბუქარესტში, საქართველომ, აზერბაიჯანმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "გათხევადებული ბუნებრივი გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ~, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას.
პროექტის მიხედვით, გაზის გამათხევადებელი ტერმინალი საქართველოში, სავარაუდოდ, ყულევში აშენდება.
პროექტის თანახმად, საქართველოდან გათხევადებული გაზის რუმინეთში ტრანსპორტირება მოხდება. რუმინეთში გათხევადებული გაზი მიიღებს ისევ ბუნებრივი გაზის სახეს და შემდგომ ის განკუთვნილი იქნება ევროპული ქვეყნების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.