„საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარი ეკონომიკური ზრდის შეფასებაში საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები შეინიშნება. რაზეც მეტყველებს 2019 წლის იანვრის თვეში 3,5% ეკონომიკური ზრდა,” - განაცხადა თსუ ანალიტიკური პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე.
მისი თქმით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია 1,2%-ით და შეადგინა 826,8 მლნ აშშ დოლარი. გაზრდილია ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 2,1%-ით, გაზრდილია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 7,9%-ით და შეადგინა 5,3 მლრდ ლარი.
ოთარ ანგურიძის განცხადებით, გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა პარამეტრებმა განაპირობა საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების ზრდაც. სადაც, შემოსავლებმა შეადგინა 973,6 მლნ ლარი, ხარჯებმა - 721,9 მლნ ლარი. „მოცემული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ 2019 წელი საქართველოს ეკონომიკისათვის დაიწყო პოზიტიურად და ტენდენცია იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ დადებითი დინამიკა მომავალშიც შენარჩუნება,” - განაცხადა თსუ ანალიტიკური პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ.