ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ვერავითარი შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, თუმცა მომლაპარაკებელი მხარეები იმედოვნებენ, რომ მომავალში გაგრძელდება ორმხრივი შეხვედრები“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა.
სამიტის დაწყებამდე იყო გარკვეული მოლოდინები იმის შესახებ, რომ მხარეები მიაღწევდნენ შეთანხმებას და ჩრდილოეთ კორეა დათანმხდებოდა ქვეყნის დენუკლეარიზაციას.
დონალდ ტრამპმა სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ, დიდი კმაყოფილებაც კი გამოთქვა შეხვედრით და მას დიდებული უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის დღევანდელი შეხვედრა მოსალოდნელზე ადრე დამთავრდა.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა 2018 წლის ივნისში სინგაპურში შედგა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღისგან გათავისუფლდება.