ზვიადი რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად იქნება და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ პოლიტიკურ პროცესებსაც, - განაცხადა ამბობს საპარამენტო ურავლესობის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია.
„ზვიადი რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად იქნება და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ პოლიტიკურ პროცესებსაც. ის თანამოაზრე იყო ჩვენი და თანამოაზრედ რჩება. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ პოლიტიკურ ნაბიჯებსაც. მე არ მახსოვს საკითხი, რაზეც ჩვენ განსხვავებული ხედვა გვქონია ”, - განაცხადა ბესელიამ
ზვიად კვაჭანტირაძემ ქართული ოცნების უმრავლესობა გუშინ დატოვა. პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ ზვიად კვაჭანტირაძემ ლიდერებს ელექტრონული ფოსტით შეატყობინა.