ამერიკელების უმეტესობა რუსეთს შეერთებული შტატებისთვის მთავარ მტრად მიიჩნევს. გამოკითხვა Gallup-მა ჩაატარა.
კვლევის თანახმად, რუსეთს მთავარ საფრთხედ გამოკითხულთა 32 პროცენტი მიიჩნევს, ჩინეთს - 21 პროცენტი, ჩრდილოეთ კორეას კი 14 პროცენტი. ამასთან, 2018 წელს რუსეთი მთავარ მტრად ამერიკელების 19-მა პროცენტმა დაასახელა, ჩრდილოეთ კორეას კი ხმა 51-მა პროცენტმა მისცა.
ამერიკელების 52 % მიიჩნევს, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღება შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
როგორც კვლევის ავტორები მიუთითებენ, რუსეთის მიმართ ამერიკელების ნეგატიურმა განწყობამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.
კველვა 1-10 თებერვალს ჩატარდა.