რუსეთის ქალაქ ჩიტაში, ქართველმა კრმინალურმა ავტორიტეტმა გელა ტაკიძემ, მეტსახელად "გელა ქობულეთსკიმ" საკუთარ საკანში თავი ჩამოიხრჩო. ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება.
არსებული ინფორმაციით, თავის დროზე, გელა ტაკიძე მოსკოვში მოქმედ კავკასიურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. რუსეთის დედაქალაქში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულებების გამო ტაკიძეს 18 წელი ჰქონდა მისჯილი.