სამწუხაროდ კომიტეტი დაიხურა, რამეთუ ზიანი, რომელიც შეიძლებოდა მიყენებულიყო TBC-ზე და მთლიანად საქართველოს იმიჯზე, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტში მას შემდეგ, რაც კომიტეტში დანიშნული მოსმენა არ შედგა.
„ჩვენ აქ არ ვართ მოსულები, როგორც კერძო ბიზნესმენები, საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და არ ეხება თიბისის, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას და თუ თქვენ მოიკითხავთ მსოფლიოს ნებისმიერ სააგენტოში, თუ რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან. მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაქვს შეხვედრები თითქმის ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან და ეს არის ნომერ პირველი სალაპარაკო თემა შეხვედრებზე. სამწუხაროა, რომ უკვე კომენტარები მიდის, რომ საქართველო სხვა მიმართულებით მიდის, ეს ძალიან ცუდი მოსასმენია“, - განაცხადა ხაზარაძემ.