ვალს კი ნუ გვადებთ, რომ აქ რომ ხართ, მადლობა გვითხარით, რომ შესაძლებლობას გაძლევთ, საჯაროდ აუხსნათ საზოგადოებას, რა ხდება ჩვენს თავს - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა კობა გვენეტაძეს, რომელიც პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე იმყოფება.
„ბატონო კობა, არ მესმის, თქვენ ვერ ხვდებით, სად იმყოფებით? იმყოფებით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოში და ესაუბრებით ხალხის არჩეულ წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ, გაერკვიონ რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში, როდესაც თქვენს დაქვემდებარებში მყოფი უწყება გამოიყენება, როგორც ჩანს, საჯარო და სახალხო ინტერესების წინაღმდეგ. ვალს კი ნუ გვადებთ, რომ აქ რომ ხართ, მადლობა გვითხარით, რომ შესაძლებლობას გაძლევთ, საჯაროდ აუხსნათ საზოგადოებას, რა ხდება ჩვენს თავს... „ბიძინას დაქვემდებარებული ვიღაც საჯარო მოხელე კი არ ხართ, ქართველ ხალხს და სახელმწიფოს უნდა ემსახუროთ. ამასთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვები. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ტონი შეარჩიოთ, აქ დარჩებით იქამდე, სანამ ყველა ჩვენს შეკითხვას პასუხს არ გასცემთ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.