ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრას კერძო სექტორის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის სტრატეგია და ხედვები გააცნო. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, უფრო მჭიდრო ურთიერთობა იგეგმება კერძო სექტოთან, განვითარდება B2B პლატფორმა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა ტურისტული პროდუქტის განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ფართომასშტაბიანი ტრეინინგპროგრამების ჩატარება იგეგმება.
ადმინისტრაციის პრიორიტებია: ინფრასტრუქტურის განვითარება, 70 სანიტარული კვანძის მოწყობა , მოსავენებელი ადგილების აშენება და ა.შ.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა ტურიზმის სფეროში განათლება/კადრების გადამზადების, ბაზრების დივერსიფიცირების, საქართველოს, როგორც 4-სეზონიანი ტურისული მიმართულების მქონე ქვეყნის განვითარებისა და ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების შესახებ.