„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში მივიდნენ. ისინი დეპუტატებს თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან.
მამუკა ხაზარაძეს კომიტეტის სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მან თქვა, რომ განცხადებას, პარლამენტში სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.
„შევალ სხდომაზე, ვიტყვი სიტყვას და მერე გამოვალ,“ - განუცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.
პარლამენტში იმყოფება ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც.