დღესვე მოვახდენ ამ დავალების გაცემას, საბჭოს წევრი უწყებების ხელმძღვანელებზე, რომ საქართველოს მასშტაბით გაკეთდეს სასმელი წყლით მომარაგების სიტუაციური ანალიზი და დაიწეროს სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა 2019 – 2022 წლების საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწვანე ეკონომიკა მთავრობის ეკონომიკის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ კომლექსურად მივუდგეთ ამ საკითხს და მივიღოთ კონკრეტული გადაწვეტილებები. შესაბამისად, არის გაცემული დავალება, რომ უმოკლეს ვადებში იქნას მომზადებული ახალი სამოქმედო გეგმა და ამ საკითხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, გეგმის შესრულებას ზედამხვედველობას გაუწევს სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს და მას მე პირადად ვუხელმძღვანელებ. აქ იქნებიან ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვადასხვა ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება და მე დღესვე მოვახდენ ამ დავალების გაცემას, საბჭოს წევრი უწყებების ხელმძღვანელებზე, რომ საქართველოს მასშტაბით გაკეთდეს სასმელი წყლით მომარაგების სიტუაციური ანალიზი და დაიწეროს სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით“,- განაცხადა ბახტაძემ.