აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ერთობლივი სამიტი ვიეტნამში ხვალ, 27 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვლამდე გასტანს.
როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი უკვე ჩავიდა ვიეტნამში, სადაც მას ქვეყნის ოფიციალური პირები დახვდნენ.
დღის განმავლობაში, ვიეტნამის დედაქალაქში ჩავა ასევე დონალდ ტრამპიც.
სამიტის გამართვამდე, დონალდ ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ის კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების ქმედით ნაბიჯებს მოელის.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა 2018 წლის ივნისში სინგაპურში შედგა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღისგან გათავისუფლდება.