„სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელსაც დიდ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო ინვესტორები“, ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების კომენტირებისას განაცხადა.
„სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელსაც დიდ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო ინვესტორები და რაც ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უცხოური დაფინანსების საპროცენტო განაკვეთზე. ეს ასახავს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს და რისკებს, შესაბამისად, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება არის ყველაზე კარგი ინდიკატორი რომ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას სწორი მიმართულება აქვს“, - განაცხადა არჩილს მესტვირიშვილმა.
სარეიტინგო კომპანია Fitch-მა, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი (ერთი ნიშნულით, „BB-“ -დან) „BB“-მდე გააუმჯობესა, რაც ძირითადად 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნებით არის განპირობებული.