ირანის პროკურატურა ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრს, მოჰამედ-ჯავად აზარი ჯაჰრომს ბრალს დებს “ინტერნეტჯაშუშობაში“. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ჯავად ჯავიდნიას თქმით, რომელიც ირანის პროკურატურის ოფისში კიბერუსაფრთხოების საკითხებს განაგებს, მინისტრ ჯაჰრომის ქმედებებმა ირანის მონაცემები ქვეყნის მტრების წინაშე დაუცველი დატოვა.
37 წლის ჯაჰრომი, ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა წევრია.