"ქართული ოცნების" დეპუტატი გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს. აღნიშნული განცხადება ჟორჟოლიანმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილების შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უკვე იცის. ჟორჟოლიანის განცხადებით, ის ივანიშვილს დღეს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა კი მმართველ გუნდში არსებული პრობლემები იყო.
„ბიძინა ივანიშვილს დღეს არ გაუგია ეს ამბავი, უკვე დიდი ხანია ჩვენ ამაზე ვსაბრობთ, მივწერეთ მთავრობასაც, ბიძინა ივანიშვილთანაც არაერთხელ მქონია ამაზე საუბარი. მე გავაცანი და მან გაიგო ჩვენი პოზიცია. არც მე ვარ ბავშვი და არც ბიძინა ივანიშვილი“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.
გია ჟორჟოლიანი მეხუთეა ვინც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მმართველი გუნდი უკვე დატოვეს - ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.