გაერთიანებული სამეფოს პრემიერი-მინისტრის, ტერეზა მეის თქმით, ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის შესახებ საბოლოო კენჭისყრა 12 მარტს გაიმართება. აღნიშნული განცხადება ტერეზა მეიმ ეგვიპტეში ევროკავშირი-არაბული ლიგის სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირთან მიმდინარეობს პოზიტიური მოლაპარაკებები, რაც 29 მარტს საბოლოოდ დაასრულებს ბრექსიტის პროცესს.
სამიტის ფარგლებში ტერეზა მეი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს. იგეგმება ევროკავშირის სხვა ლიდერებთან შეხვედრაც.