ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი მოსკოვის ქუჩებში, რათა გაიხსენონ და პატივი მიაგონ, რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერსა და კრემლის დაუღალავ კრიტიკოსს, ბორის ნემცოვს.
ნემცოვის მკვლელობიდან ოთხი წლის შემდეგ, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამართული საპროტესტო აქცია, კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაანახებს საერთაშორისო საზოგადოებას, თუ როგორ უპირისპირდება კრემლი თავის კრიტიკოსებს.
ბორის ნემცოვი ელცინის მთავრობის ვიცე-პრემიერი, პუტინის აქტიური კრიტიკოსი იყო და იგი ცდილობდა ეფექტური ოპოზიციური ძალის შექმნას.
ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს, ხიდზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
2017 წლის ივლისში მოსკოვის სასამართლომ 5 ადამიანს ჩეჩნეთის რეგიონიდან ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ნემცოვის ახლობლები და თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ მისი მკვლელობა ბევრად მაღალ ეშელონებში დაიგეგმა და მართლმსაჯულება მხოლოდ ფორმალურად აღსრულდა.