დღეს, 24 თებერვალს, მოლდოვაში ამომრჩევლები საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს აირჩევენ.
საპარლამენტო არჩევნებში 15 პოლიტიკური პარტია და 320 მაჟორიტარი კანდიდატი იღებს მონაწილეობას, რომელთაგან 101 კანდიდატს აირჩევენ 4 წლის ვადით. არჩეული საპარლამენტო უმრავლესობა კი დააკომპლექტებს მთავრობას.
ხმის მიცემა შერეული საარჩევნო სისტემის მიხედვით ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიული სიით 50 კანდიდატი შეირჩევა, ხოლო 51 დეპუტატი მაჟორიტარული წესით.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერები დამონტაჟდა.