საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბელვიუს სასახლეში შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრებზე, რომლებიც ბელვიუს სასახლეში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფები განიხილეს. აღინიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრებზე განაცხადა, მნიშნელოვანია, რომ საქართველოს ევროპის გულში, გერმანიის სახით, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს.
"გერმანია და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, მისი ვიზიტის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავა.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში შედიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბელვიუს სასახლეში გაიმართა, რომელზეც საქართველოს და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა და პრეზიდენტები სასახლეში სპეციალურად ცერმონიაზე დასასწრებად მოწვეულ ბავშვებს გაესაუბრნენ. შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრების წიგნშ ჩანაწერი გააკეთა