ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. როგორც ისრაელური მედია იუწყება, ვიზიტის გაუქმება შესაძლოა ისრაელში არსებულ შიდაპოლიტიკურ მწვავე სიტუაციას უკავშირდებოდეს.
პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს სამუშაო ვიზიტი მოსკოვში 21 თებერვალს უნდა დაწყებულიყო.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ნეთანიაჰუ და პუტინი შეხვედრაზე აპირებდნენ განეხილათ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები, ასევე ემსჯელათ სირიისა და პალესტინა-ისრაელის ურთიერთობების დარეგულირებაზე.