საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გერმანიაში დაიწყო. ზურაბიშვილის ბერლინში ვიზიტი, გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრით დაიწყება. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
სალომე ზურაბიშვილი, ასევე შეხვდება გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის რესპუბლიკაში, სადაც ის შეხვდა ემანუელ მაკრონს, სენატის პრეზიდენტს, ქართველ სტუდენტებსა და ქართულ დიასპორას.