პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში თიბისის დამფუძნებლბლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მოსმენა გაიმართოს. როგორც კაკულიამ განაცხადა ისიც, რომ მოსმენის დროს დეპუტატები მაქსიმალურად ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რათა მსჯელობა საგნობრივი იყოს და არა ცალმხრივი.
"ვიფიქრებდი იმაზე, ასეთი მოსმენის ჩატარება როდის არის მიზანშეწონილი. მოსმენა ცალმხრივად შეიძლება, მაგრამ პოზიცია რომ ჩამოაყალიბო, ორივე მხარის არგუმენტირებული მოსმენა გინდა. იდეა მისაღებია, მაგრამ როდის, ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის გვექნება პროკურატურის მხრიდან უფრო მყარი ინფორმაცია, რათა უკეთ ინფორმირებული ვიყოთ პოზიციის ჩამოყალიბებისთვის“, – განაცხადა რომან კაკულიამ.