საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქართველმა ერმა მიაღწია იმას, რომ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად ქვეყნის დასაცვადა ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ ყველა გაერთიანებულიყო.
"ბოლო დროს, მცდელობა იყო ჩვენი ერის ფრაგმენტაციის, გადაკიდების, კუთხური გათიშულობის, რომელიც მოდიოდა არა საქართველოს რეგიონებიდან, არამდე მთავრობიდან, საქართველოს პოლიტიკური სპექტრიდან. ჩვენ შევძელით რამდენიმე ეროვნული ინსტიტუტის შექმნა და პირველ რიგში, პოლიციასთან ერთად ასეთია საქართველოს შეიარაღებული ძალები", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა კადეტთა კორპუსის გახსნაზე.
პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები არის საერთო ეროვნული ინსტიტუტი, რადგან მიუხედავად იმისა თუ ადამიანი რომელი ეთნიკური წარმომავლობის, სოციალურ წარმოშობის, რელიგიური აღმსარებლობის არ უნდა იყოს, შესძლებს ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ გაერთიანებას საქართველოს დასაცავად.
"არაფერი არ დგას იმაზე მაღლა, ვიდრე საქართველოს ძლიერების, ხუთჯვრიანი დროშის, კონსტიტუტიციის ერთგულება და სამსახურია. ასევე რწმენა ჩვენი უკეთესი მომავლის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.