სანქტ-პეტერბურგის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა. სამაშველო სამსახურების მიერ შენობიდან 80-მდე ადამიანის ევაკუირება განხორციელდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შენობის ნგრევის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.