პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საფრანგეთში ვატიკანის ელჩის, 74 წლის ლუიჯი ვენტურას წინააღმდეგ. მედიის ცნობით, ვატიკანის წარმომადგენელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა პოლიციას საჩივრით მიმართა. ის ამტკიცებდა, რომ მონსენიორი ლუიჯი ვენტურა რამდენჯერმე მის თეძოებს შეეხო საახლწლო ცერემონიის დროს პარიზის მერიაში.
ლუიჯი ვენტურა საფრანგეთში რომის პაპის დიპლომატად 2009 წლიდან მსახურობს.
ვატიკანში ინციდენტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.