საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი საინაუგურაციო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის კანცლერის ოფისს 20 თებერვალს ეწვევა.
სალომე ზურაბიშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრისას განსახილველი თემები იქნება გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება, ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები.
სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში 20-21 თებერვალს შედგება.