15 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6413 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6420 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9791 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9778 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5010 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.3851 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 თებერვლიდან შევა ძალაში.