„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი და თიბისიც აფიქსირებს, რომ აღნიშნული ვითარება არ იმოქმედებს ბანკის საქმიანობაზე, ჩვენ დავინახეთ, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ფასი შეიცვალა. სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ - აუცილებელია პროცესის ყველა მხარის მოქმედების მიზანი იყოს, რომ აქციონერების მიმართ გაჩენილმა კითხვებმა არ დააზიანოს თიბისის იმიჯი და განვითარება“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ეროვნული ბანკის მოთხოვნაზე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის გაწვევის შესახებ საუბრისას.
მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე მის მიმართ მიზანმიმართული კამპანიის შესახებ კი ირაკლი ლექვინაძე პასუხს საგამოძიებო უწყებების მხრიდან ელოდება.
„რაც შეეხება მიზანმიმართულ კამპანიას - იმისთვის, რომ პროცესის გარშემო არ არსებობდეს ბუნდოვანება მამუკა ხაზარაძის განცხადებას მის მიმართ მიზანმიმართული კამპანიის შესახებ გამოძიებამ უნდა გასცეს არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი“ - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.