ბელგიის სადაზვერვო სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის (ADIV) ხელმძღვანელს კლემენტ ვანდენბორეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. საქმის შესწავლამდე ის თანამდებობიდან დროებით არის ჩამოშორებული. ინფორმაციას გაზეთი De Morgen-ი თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვანდენბორე სამართალდამცავი ორგანოების თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა.
ვანდენბორეს, რომელიც საიდუმლო სამსახურში 40 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, კონფიდენციალური ინფორმაციების გაცემაში ადანაშაულებენ. ვანდენბორე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.