„საპენსიო ფონდის პრინციპების მიხედვით, საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში მოხდება. ეს არის ფასიანი ქაღალდები, რომელთა საიმედოობა პრაქტიკულად არის სუვერენულ დონეზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ფასიანი ქაღალდების გაუფასურების რისკი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.
„ასეთი სისტემა, პრაქტიკულად, სხვაგან არ არსებობს. ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს არ შეაქვს საპენსიო ფონდში დამატებით 2 პროცენტს და თანხას დაქირავებულს ახდევინებს. ჩვენ კიდევ უფრო წინ წავედით, მეტი ანგარიში გავუწიეთ ჩვენს მოსახლეობას და სახელმწიფოს შეაქვს კიდევ 2 პროცენტი ყველა მოსახლეზე. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან სასარგებლო რეფორმა.,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, დღეს მოსახლეობის თანხები არის სადეპოზიტო ანგარიშებზე, რომლის სარგებელიც ინფლაციაზე ბევრად მეტია.