შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს როგორც სხვა პირების მხრიდან მხრიდან, ისე სისტემის შიგნით, - განაცხადა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მისი თქმით, 2018 წლის 11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ქუჩაში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყებისა და დანაშაულის შესაძლო ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით.
თოლორაიას ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. გარდა ამისა, შესაბამისი პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.