არ დავუშვებთ იურიდიული კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი იყოს, - განაცხადა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისი თქმით, ამის საფრთხე არსებობს.
„რისიც გვეშინოდა, შეიძლება ეს რეალობა დადგეს, რომ რაღაც ფილიალი იყოს იუსტიციის საბჭოსი, ცოტა ხანში, იურიდიული კომიტეტი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. რა მოცემულობაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, ვინ არის, ვინ არ არის, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის მთავარი პოლიტიკური ორგანო და ამ მთავარი პოლიტიკური ორგანოს მთავარი მექანიზმი, იურიდიული კომიტეტი, ჩვენ ვერ ჩავაგდებთ ამ მექანიზმს იუსტიციის საბჭოს ხელში. ჩვენ კი არ უნდა გვეჯიბრებოდნენ, შეასრულონ ის დაკვეთა, რაც არის საზოგადოებაში, ეს დაკვეთა უნდა შესრულდეს. ჩვენთან ჯიბრი არავისთვის კარგად არ დამთავრდება”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.