თურქეთში, ტრაბზონის პროვინციაში მდებარე მშენებარე მეჩეთი 15 მლნ ლირად იყიდება. (დაახლებით 3 მლნ დოლარი)
„ჩვენ აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გამო მივიღეთ.
მეჩეთის სამშენებლო სამუშაოების 45%-ი უკვე დასრულებულია, თუმცა რეგიონის მთავრობას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ სამშენებლო სამუშაოები დაასრულოს“, განმარტავენ ტრაბზონის მთავრობაში.
მეჩეთი 600 კვ/მ-ს აერთიანებს და 2000 ადამიანზეა გათვლილი. დღემდე მეჩეთის მშენებლობისათვის 5 მლნ ლირაა დახარჯული და პროექტის დასრულებისათვის 2 მლნ ლირაა საჭირო.