ჩრდილოეთ მაკედონიაში დაიწყო სახელმწიფო უწყებების შენობებზე ქვეყნის დასახელებას შეცვლის პროცესი. უკვე შეიცვალა ქვეყნის დასახელება მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაზე.
საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, თავდაპირველად, ქვეყნის სახელწოდების შეცვლა სახელმწიფო უწყებების შენობებსა და სასაზღვრო ნიშნებზე უნდა განხორციელდეს.
ცოტა ხნის წინ დასრულდა მრავალწლიანი დავა ათენსა და სკოპიეს შორის და მოიხსნა ყველა ის ბარიერი, რომელიც უზღუდავდა მაკედონიას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას.
ათენი წლების მანძილზე ხელს უშლიდა მაკედონიის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სწორედ მაკედონიის სახელწოდების გამო. რადგან საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს მაკედონია ჰქვია, ათენი შიშობდა, რომ ერთხელაც შესაძლოა მაკედონიას ტერიტორიული პრეტენზიები წამოეყენებინა.
მაკედონიაში ჩატარდა ასევე რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის დარქმევას.
6 თებერვალს, ნატოში ხელი მოაწერეს ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს.