ნატო-ს შტაბბინაში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებმა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პროტოკოლს ხელი მოაწერეს. ამით ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს 30-ე წევრი ქვეყანა გახდება.
ცოტა ხნის წინ დასრულდა მრავალწლიანი დავა ათენსა და სკოპიეს შორის და მოიხსნა ყველა ის ბარიერი, რომელიც უზღუდავდა მაკედონიას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას.
ათენი წლების მანძილზე ხელს უშლიდა მაკედონიის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სწორედ მაკედონიის სახელწოდების გამო. რადგან საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს მაკედონია ჰქვია, ათენი შიშობდა, რომ ერთხელაც შესაძლოა მაკედონიას ტერიტორიული პრეტენზიები წამოეყენებინა.
მაკედონიაში ჩატარდა ასევე რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის დარქმევას.