დღეს რაც გვაქვს, არის აბსოლუტური კორუფცია, იმიტომ რომ ჩრდილოვანი განათლებაა, სადაც მიედინება ასობით მილიონი ლარი, - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განათლების რეფორმაზე საუბრობისას.
„ჩვენი მიზანია, სკოლას დავუბრუნოთ სკოლის ფუნქცია, რომელსაც ექნება ყველა მექანიზმი იმისთვის, როგორ დავიცვათ ჩვენი ბავშვები და მშობლები.
დღეს რაც გვაქვს, არის აბსოლუტური კორუფცია, იმიტომ რომ ჩრდილოვანი განათლებაა, სადაც მიედინება ასობით მილიონი ლარი. ეს არის ფაქტობრივად ჩრდილოვანი განათლება, რომელიც ნაწილობრივ კორუფციის ელემენტებს შეიცავს. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული გვაქვს ჩრდილოვან განათლებაზე, რომელშიც მშობლები ხარჯავენ ასეულობით მილიონობით ლარს, რომელსაც, როგორც შედეგები გვეუბნება და ამას ჩვენ არ ვამბობთ, ნებისმიერი საერთაშორისო კვლევა გვეუბნება, მათ შორის NDI, რომ ეს ყველაფერი ორიენტირებულია არა განვითარებაზე, არამედ განათლების სისტემის გაუარესებაზე.
ამიტომ, განათლების რეფორმის ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ მშობელი და სკოლა დავიცვათ კორუფციისგან", - თქვა მიხეილ ბატიაშვილმა.