უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა კონსტიტუციაში ცვლილებები, რომლითაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კურსი განამტკიცა.
ამ გადაწყვეტილებას მხარი 334-მა პარლამენტარმა დაუჭირა.
კანონს ხელი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უნდა მოაწეროს. დოკუმენტი ძალაში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა.
კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ წინადადება პოროშენკომ წარადგინა.