ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ბილისის მერმა კახა კალაძემ მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ის გუნდის დატოვებას აპირებს.
„პარტიულ დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გუნდში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობას არავინ ზღუდავს და ეს არის მნიშვნელოვანი, სხვანაირად, შეუძლებელია - ერთ კონკრეტულ თემაზე ერთნაირი მოსაზრება ყველას ვერ ექნება. ცხადია, მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე უნდა მოხდეს გუნდში, როდესაც მოხდება შეჯერება გუნდში, პარტიის შიგნით, შემდეგ უკვე განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება მე არასწორად მიმაჩნია. ეს ხელს უწყობს გუნდის რღვევას, ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია - შეუძლიათ დატოვონ გუნდი“, - განაცხადა კალაძემ.