უცნობი პირები თავს დაესხნენ გერმანელი ფილოსოფოსის, კომუნისტისა და რევოლუციონერის, კარლ მარქსის საფლავს ლონდონში. როგორც ლონდონის სასაფლაოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კარლ მარქსის საფლავის ქვა სავარაუდოდ ჩაქუჩით დააზიანეს.
სასაფლაოს წარმომადგენლებმა დასძინეს, რომ დაზიანებულ საფლავს დაუყოვნებლივ შეაკეთებენ.
როგორც სასაფლაოს წარმომადგენლები აცხადებენ, კარლ მარქსის საფლავზე თავდასხმა ადრეც განხორციელებულა.